Saturday, March 16, 2013

"მთელი სამყარო ქრისტიანულია, განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია"

image   გიორგი გურჯიევი სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, მრავალი წიგნის ავტორი მისტიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ თემებზე. დაარსა  "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" თბილისში. საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებული იქნა და გადაიხვეწა პარიზში, სადაც ის აგრძელებდს თავის საქმიანობას. იმ დროს ბევრი ცნობილი ქართველი მიმდევარი ჰყავდა, ერთ-ერთი მათგანი კონსტანტინე გამსახურდია იყო.
   მისი ნაშრომები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. გურჯიევი აღაირებულია, როგორც 20 საუკუნის ერთ-ერთ დიდ მოაზროვნედ.
ის ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და ლექციებს კითხულობდა.
     გთავაზობთ გიორგი გურჯიევის 1923 წლის ნაწილს ლექციებიდან. ნიუ იორკი.
   "აქ დამსწრეთა უმეტესობა თავის თავს ქრისტიანს უწოდებს. სინამდვილეში ყველა ისინი მხოლოდ ბრჭყალებში არიან ქრისტიანები. განვიხილოთ, შევხედოთ ამ საკითხს, როგორც მოწიფულმა ადამიანებმა.
image   ბატონო "იქს" ხართ თქვენ ქრისტიანი? როგორ ფიქრობთ? უნდა გიყვარდეს მოყვასი? თუ გძულდეს? ვის შეუძლია ქრისტიანული სიყვარული? მხოლოდ ამის მიხედვით შეუძლებელია ვიყოთ ქრისტიანი. ქრისტიანობა მრავალ რამეს შეიცავს. ჩვენ მხოლოდ ერთი საკითხი მოვიხსეინიეთ. მაგალითად ვის შეუძლია ბრძანებით უყვარდეს ან სძულდეს? და მაინც ქრისტიანული მოძღვრება დაბეჯითებით აცხადებს რომ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. მეორე მხირივ კი ეს სრულიად სწორეა, სიყვარული აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა ეს უნდა შეგვეძლოს. მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია გვიყვარდეს. სამწუხაროდ დღევანდელმა ქრისტიანებმა დროთა განმავლობაში ამ მოძღვრების მხოლოდ მეორე ნახევარი_ სიყვარულის მცნება შეინარჩუნეს, ხოლო პირველი, ანუ რელიგია, რომელიც მას წამძღვარებოდა წინ სრულიად მიივიწყეს, სრული აფსურდულობა იქნებოდა ღმერთს ადამიანისთვის რაიმე მოეთხოვა რისი მიცემას ამ უკანასკნელს არ შეუძლია.
   კაცობრიობის ერთ ნახევარს ქრისტიანები შეადგენენ, მეორე ნახევარი სხვა რელიგიების მიმდევარია. ჩემთვის როგორ განსჯისუნარიანი ადამიანისთვის აქ განსხვავება არ არსებობს; ისინი (სხვა რელიგიები) ქრისტიანული რელიგიის მსგავსია, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი სამყარო ქრისტიანულია, განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია; სამყარო კი მხოლოდ გუშინდელი დღიდან როდია ქრისტიანული, მას შემდეგ ათასობით წელი გავიდა. ქრისტიანობის დამკვირდებამდე დიდი ხნით ადრე უკვე არსებობდნენ ქრისტიანები. ამიტომ ჯანსაღი ადამიანური გონება მე მეკითხება: ამდენი ხანია ადამიანები ქრისტიანები არიან_როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ასეთი უგუნურნი და განუსჯერლნი, რომ შეუძლებელი მოგთხოვონ?
მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირად ხდება. მოვლენები მუდამ ასე არ ვითარდებოდა, როგორც დღეს. გარკვეული ხნის წინ ადამიანებმა იმ მოძღვრების პირველი ნაწილი დაივიწყეს და მისი გახსენებისა და აღდგენის უნდარიც დაკარგეს. ამის გამო მისი შესრულება მართლაც შეუძლებელი შეიქმნა. დაე, თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავს უბრალოდ გულახდილად შეკითხვა დაუსვას, უყვარს თუ არა მას ყველა ადამიანი. თუ ერთი ფინჯანი ყავა მიირთვა მაშინ უყვარს თუ არა და არ უყვარს.
   როგორ შეიძლება ამისთანა რამეს ქრისტიანობა ეწოდოს? წარსულში განურჩევლად ყველა ადამიანს ქრისტიანს არ უწოდებდნენ. ერთ ოჯახში რამდენიმე ადამიანს ქრისტიანი ერქვა, სხვებს_ნახევრად ქრისტიანები, ზოგსაც_არა-ქრისტიანები. ამგვარად, ერთ ოჯახში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც პირველ, მეორე და მესამე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. გულუბრყვილობაა, უპატიოსნობაა, უგუნურებაა და უფრო მეტიც. საძაგლობაა ამ სახელის ტარება მაშინ, როცა იგი არ მართლდება. დღეს კი ყველა ქრისტიანს უწოდებს თავის თავს. ქრისტიანი არის ის ადამიანი, ვისაც მცნებების შესრულება შეუძლია.
image   ვისაც, როგორც გონებით ასევე თავისი არსებით ყოველივეს გაკეთება შეუძლია, რაც ქრისტიანს მოეთხოვება, მას ჰქვია ქრისტიანი ბრჭყალების გარეშე. ვისაც საქმის თუ მოვალების შესრულება, ქრისტიანს რომ მოეთხოვება, მხოლოდ გონებით ძალუძს და არა თავისი არსებით, მას ნახევრად ქრისტიანს უწოდებენ. ხოლო ვინც მხოლოდ გონებითაც ვერაფერს აკეთებს მას არაქრისტიანი ჰქვია.
   შეეცადეთ ჩაწვდეთ თუ რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. ეცადეთ უფრო და უფრო სრულად და ღრმად გააცნობიეროთ."

P.S. ერთი ინდოელი ბრძენი ამბობს: "არ არსებობს მეტი სიმართლე ვიდრე სიმართლე".

Wednesday, March 6, 2013


აჩვენეთ კუჭს ვინაა მანდ უფროსი ანუ როგორ დავიკლოთ წონაში?

   დღეს რომ ჭარბი წონა პრობლემაა არავის უკვირს, მაგრამ წონაში დასაკლები დიეტების მრავალფეროვნება მართლაც გასაკვირია, აი მისი ეფექტურობა კი_საეჭვო.
არავის მინდა შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ მიდიხარ დიეტოლოგთან და ის შენზე დიდია, ასაკით კი არაა _ წონით. მოკლედ იმედსაც იქ ტოვებ და მთავრდება ყველაფერი. ბევრი მეკითხება როგორ გახვდე? როგორ დავიკლო წონაში?
imageპახუხი ერთია. არ ჭამო. აქ მთავრდება ყველაფერი.
   ჩვენში რომ ვთქვათ, კუჭი პირზე მაღლაა. "აქორებ ქორიაო, აღორებ ღორიაო". ასეა ბატონო ეს საქმე.
image   ჭამაც არის და ჭამაც. ქართველი რომ მჭამელია, მეფეცა და ვეზირიც, ცნობილია. საქმე მარტო ქართველობაში არაა. ალბათ აქაც ზომიერიებაა საჭირო, როგორც სხვა ყველაფერში.
   აქვე რამდენიმე რჩევას მოგცემთ: მოუსმინეთ თქვენს სხეულს, ის გესაუბრებათ, "ყური დაუგდე". ნუ მიაწვდი იმაზე მეტ საჭმელს ვიდრე მას სჭირდება, დილით ყავის ნაცვლად ერთი ვაშლი მიირთვით და შეეცადეთ თორმეტ საათამდე ორგანიზმი არ დატვირთოთ.შემდეგ მსუბუქი სალათი ან რძის პროდუქტი. საჭმელი იყოს ერთფეროვანი და არ შეიცავდეს მრავალ ინგრედიენტებს. და ბოლოს ვახშამი 6-საათზე. ის რაც სხვებს დიეტა ჰგონიათ, სწორად კვება ყოფილა. 6-საათის შემდეგ ორგანიზმს დასვენება და მოდუნება სჭირდება, ის უკვე პასიურ როლშია გადასული, ტვინი დაღლილი და საჭმლის მოსანელებლად და მის სათანადოდ ასათვისებლას ენერგიას ვეღარ გამოყოფს (ასე თუ ისე ახერხებს მაგრამ...) ეს ხდება ზუსტად წონის მატების მიზეზი.
image
    მსმენია ადამიანები რომლებმაც გლეხურად რომ ვთქვათ კუჭი დაიპატარავეს, ღორის სოლიტერი გადაყლაპეს (სახელს არ დავასახელებ თვითონაც კარგად იცით), ლიპოსაქცია, უაზრო აერობიკის ვიდეო ჩანაწერები, ცნობილი ადამიანების რჩევები და დიეტები (უგულავასი არ იყოს) და ასე შემდეგ მაგრამ შედეგი ნოლი.
image
    მთავარია ერთხელ გასუქდე და მერე დაიკლო, ისწავლო წონაში დაკლება, ცოტა "სელებრითიც" თუ ხარ, იღბალი შენსკენ ყოფილა. მაგალითად რენე ზელვეგერმა ასე იშოვა ფული, გახდა, ითამაშა, დაიკლო, კიდევ მოიმატა, გახდა და დაიკლო. თანაც სანაძლეოზე და კარგი "მაყუთიც" აიღო. ასე რომ ფულიც შეიძლება იშოვოს კაცმა.image
     
   ამერიკელი მეცნიერების ფერად-ფერადი დასვნები, რომელიც ზოგი სტაფილოსფერია და ზოგი სალათისფერი არაფერია იმ თქვენ ნებისყოფასთან რომელიც თქვენში იმალება.
    დაუმტკიცეთ თქვენ კუჭს ვინაა მანდ უფროსი.

Tuesday, February 26, 2013


ვიზიტი. პლანეტა დედამიწა
_გადაწყდა... შენი მივლინების საკითხი.
– ვისი ჩემი?
– დიახ!
– სად მივდივარ ბატონო?
– პლანეტა დედამიწა.
– ბილეთები, ტრანსპორტირება, დაზღვევა, კვება, თავშესაფარი ჩვენს ხარჯზე.
– იქ რისი კეთება მომიწევს?
– ნება თავისუფალია. მას უკვე შენ ირჩევ.
– მაგრამ ერთია. შენ ბევრი ბარგი გაქვს დაგროვილი. მას ნელ-ნელა გამოგიგზავნით, დრო და დრო, ისიც დაზღვეული იქნება, არც ერთი მათგანი არ დაგეკარგება, ყველაფერს უკლებლივ ჩაგაბარებთ, იმედია მოესწრება ყველაფრის გამოგზავნა დროულად.
– იქ რა დროს გავჩერდები?
– მაგას ჩვენ გადავწყვეტთ.
  დროა... გთხოვთ დაშვებისთვის მოემზადოთ. შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები და...
  პირველი შეგრძნება, სიცივე... 
  მეორე_ტკივილი... 
  მესამე_სუნთქვა...
  მეოთხე_ტირილი, ცრემლი... 
   სითბო_ დედის სითბო, პირველი ამბორი, ყველაზე წმინდა.

  ჰმ! ისე ეს პლანეტა არც ისე ცუდია, მგონი აქ ადრეც ვყოფილვარ. ყველას თეთრი რატომ აცვია? დედას დაღლილი სახე რატომ აქვს?
  ჰმ! მათ რა უხარიათ?
ოოოო ის კაცი ვინაა? როგორ იყურება, რამხელააა...
– თქვენ ჟანმრთელი შვილი გყავსთ ბატონო, რას დაარქმევთ?
– ამირანს.
 – ეეეე. ეგ სახელი არ მომწონს. საერთოდაც სახელი რა საჭიროა.

  თეთრებში ჩაცმული ქალი... მკლავზე ლენტს მაბავს და ზედ რაღაცას წერს... მე ეს არ მომწონს...
ყველა გადის. ოთახი თეთრია. აქ ჩემნაირი ბევრია, ყველა ერთხმაში ტირის, მეც.
  სახლში მინდა. შინ დამაბრუნეთ. მე ეს ვიზიტი არ მომწონს. ვაუქმებ კონტრაქტს. გთხოვთ.
ამ დროს... ისევ თბილი მკერდი, თბილი ხელი და კიდევ წმინდა ამბორი. სიყვარული...
გამახსდენდა... კვება და თავშესაფარი ხომ მათ ხარჯზე იყო...
1986.02.26

Friday, February 22, 2013

"მონა-პოვარი"
რას სურთ ქალებს? გაცვეთილი კითხვა.
კაცებს? კაცებს_ქალი. მონა თუ "პოვარი"?image
ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ქალის უფლებების დაცვის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მაგრამ მათ უფექტურ მუშაობას ვინ აკვირდება. ასეთი მგონი ჩვენც გვაქვს, მაგრამ ქალის უფლებები მაინც ირღვევა.
მოდი თავიდან დავიწყოთ, ადამ და ევადან?_ არა, ცოტა უფრო გვიან, ქორწინებიდან. რა არის ქორწინება? ქალის როლი ქორწინებაში? შეიძლება ეს ჩაითვალოს უფლებების დარღვევად? თუ ქორწინება უკვე უფლებების დარღვევაა, რომელზეც ქალი თვითონ თანხმდება.
ქორწინება გულისხმობს იმას რომ ქალს უწევს საქმეების კეთება რასაც ოჯახი ითვალისწინებს. ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტი. უფრო რთულებიც გვხვდება.image
ზოგ ქალს ძალადობის ატანა უწევს, ზოგს დამცირება სიტყვიერი თუ ფიზიკური, უფრო მძიმეც არსებობს როცა ქალი შვილებით რჩება მარტო და მას უწევს მათი აღზრდა, გამოკვება და მოვლა, ერთდროულად მარტოს, იმიტომ კი არა რომ დაქვრივდა, არამედ "მამაკაცმა, ოჯახის მამამ" მიატაოვა.
image
მსგავს შემთხვევებთან ბრძოლის ან მარტოხელა დედების და "დაობლებული" შვილების დახმარების, ორგანიზაციის ან ფონდის არსებობის შესახებ მე პირადად არ მსმენია, არც "გუგლეს".
2013 წლიდან ახალი ერა იწყებაო. კერძოდ მატრიარქატი. მატრიარქატი დიდი ხანია არსებობს, ყოველშემთხვევაში მე ასე მეჩვენება. ალბათ ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე. როცა სხვის იმედი არ გაქვს თვითონ უვლი საკუთარ თავს. ქალიც ამ დღეშია. საზოგადოებაში მისი როლი დღითიდღე იზრდება.image
რას ნიშნავს მატრიარქატი, იმას რომ ქალი გაძლიერდა თუ კაცი_დასუსტდა. ალბათ ეს უკანასკნელი.
 გამიგია კაცმა ყველაფერი თავის კომფორტისთვის გამოიგონაო, ალბათ სარეცხის მანქანას გულისხმობდა, იცოდა მატრიარქატში მას მოუწევდა რეცხვა. "პიცა დელივერიც" რადგან ქალი აღარ ამზადებს. ავტომობილიც რომელზეც უკვე ქალი ზის.                                          
პოლიტიკაც რომლის მშვიდობის მტრედები გვევლინებიან. რა როლი დარჩა კაცს? _პასუხს თქვენ მოგანდობთ.


შენ საერთოდ ვისი მრევლი ხარ?
  "მაშ რა ქნას? მასაც ხომ ოჯახი ჰყავს, შვილები ჰყავს? როგორ არჩინოს? მისთვის ხომ მუშაობა არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა."
დაახლობით ამ პასუხს გასცემს "მორწმუნე მრევლთაგანი" თუ რამე წამოგცდა და აუგად ახსენე "მღვდელი".image
     მოდი პატარა ექსკურსი გავაკეთოთ თუ რას მოიცავს ზოგადად სიტყვა მღვდელი და რა მოვალეობა აკისრია მას მრევლის მიმართ. ის სულიერი მამა, ის შუამავალია შენსა და ღმერთს შორის, მან მეტი იცის შენზე ვიდრე შენ საკუთარ თავზე, მან მეტი იცის შენზე და ღმერთის შესახებ, მას წაკითხული აქვს ბიბლია, შენც მაგრამ მან უკეთ იცის შიგ რა წერია. მას აქვს უფლება ცოლი ჰყავდეს და რამდენი შვილსაც ღმერთი მისცემს, უფლება აქვს მართოს რა მოდელის მანქანაც უნდა, შენ კი რა მოდელსაც გასწვდები, უფლება აქვს ატაროს "ეიფლის" ტელეფონი, როცა უნდა მივიდეს "სამსახურში" და წამოვიდეს. რაო? სამსახურიო?
    დიახ. როგორც ერთ-ერთმა მორწმუნემ ამიხსნა ეს მისი სამსახურია, მას სჭირდება ყველა ატრიბუტი: მობილური, კომფორტული მანქანა, ინტენრეტი (სოციალური ქსელისთვის), პლაზმური ტელევიზორი და ა.შ.
    სხვათაშორის ბიბლია ჩვენც გვაქვს წაკითხული და კარგადაც გვესმის მისი არსი. იქ მსგავსი არაფერი წერია, და მეტიც მღვდელი საერთოდ არაა მოხსენიებული.
     დღეს გაჩნდა ასეთი მცნება "თანამედროვე მღვდელი", "კარგი მღვდელი", "ცუდი მღვდელი" და "მღვდელი". ახლა ბატონებო, ილია გამახსენდა, ილია მართალი:"კაცი მაშინ დაკნინდა როცა მას კაცური დაემატაო".
   საქართველო პოლიტიკურად ტემპერამენტიანი ქვეყანაა, რევოლუციებს და გადატრიელებების მოყვარული, ერთი კარგი რევოლუცია მათაც არ აწყენდათ.
   მღვდელიც არის და მღვდელიც, კარგი მღვდლებიც გვყავს, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ.image
   პანკესასი არ იყოს "ვერის უბნის მელოდიებიდან": ქურქი ბევრ ნაირია, 10 მანეთიანი, 5 მანეთიანი მაგრამ აი აღა-გეორქას რომ ქურქი აქვს, _15 მანეთსაც არ დავიშურებდი.
მანეთები იქეთ იყოს და ლარების ფასი კარგად ესმით, "სტავკებიც" მაღალია. ქორწინება 200 ლარი, ბავშვის ნათლობა 150, მანქანის კურთხევა 100 ლარი (გააჩნია მოდელს).
   იმდენად მეტის უფლებას აძლევენ თავის თავს რომ ოჯახის, წყვილის უფლებებშიც კი იჭრებიან, მაგალითად კონტაცეპშია მისაღებია თუ არა, შეიძლება თუ არა პრეზერვატივის ხმარება, მარხვაში "გაკეთებული" ბავშვი. სამარხო სექსი და არასამარხვო.
   ერთმა ჩემმა "კეთილისმსურველმა" ასეთი განამრტება მომცა: "როცა ექიმთან მიდიხარ შენ კითხულობ ის როგორი ადამიანია? გაინტერესებს მისი პირადი ცხოვრება და მანქანის მოდელი?" _არა. რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს, მაგრამ ექიმთან მე საერთოდ არ დავდივარ. "ხო და ის შენი სულიერი ექიმია". უყურე ექიმიც ყოფილა.image
   ერთხელ ჩემმა მეგობარმა ასეთი ამბავი მომიყვა. ავტობუსში შესწრებია დიალოგს, "თინეიჯერი" რომელიც უზრდელად იქცეოდა, გაკვირვებულმა ქალბატონმა, მისი საქციელით აღშფოთებულმა ასეთი კითხვა დაუსვა მოზარდს. "შენ შვილო საერთოდ ვისი მრევლი ხარ?"

 მითხარი ვინ არის შენი მოძღვარი და გეტყვი ვინა ხარ შენ...

Wednesday, February 20, 2013


სადილად შემწვარი ძაღლი

– ძვირფასო სადილად რა გვაქვს?
– შემწვარი ძაღლი ბრინჯით და სანელებლით.
– კარგი ძვირფასო! 6-ზე
– 6-ზე

image
ასეთ დიალოგს საქართველოში ვერ მოისმენს კაცი.
image
იქ სადაც ყველაზე დიდი კედლებია და ყველაფერს რაც მოძრაობს ჭამენ ასეთი დიალოგი სავარაუდოდ ხშირია.
ამ ბოლო დროს ინტერნეტში, კერძოდ "ფეისბუქზე" გავრცელდა შემწვარი ძაღლის ფოტო. ამ "მოვლენამ" დიდი აღშფოთება გამოიწვია ქართველი "ფეისბუქის" მომხმარებლებში და კომენტარების დიდმა რიგმა ელვის სისწრაფით იწყო ზრდა. რამდენიმეს გადავავლე თვალი, დანარჩენი უკვე ნათელი იყო რაც იქნებოდა.
image
ფოტოზე აშკარად აზიელი ქალბატონი შეინიშნებოდა, შემწვარი ძაღლის გვედით მაგიდაზე, რომელსაც ჩვენში "ინდაურის საჭრელ მაკრატელს" რომ უწოდებენ, ის ეკავა და ლამაზად ჭრიდა შებრაწულ ძაღლს.
ფაქტია გვიკვირს მსგავსი ამბავი.
მოდით ამ ფაქტს ვეგეტარიანელის თვალით შევხედოთ. რა აზრი აქვს, ღორი შეიწვება თუ ძაღლი?! სულიერ არსებას ძალადობრივად კლავ, შემდეგ ამას შენივე სიამოვნებისთვის იყენებ, ძალადობის ერთგვარი ფორმა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ძაღლის და ღორის ან ძროხის გარდაცვალებაში განსხვავება არაა, (ქათამზე და ინდაურზე რომ არ ვთქვათ).
გემოვნება რომ სადაო თემაა ამაზე თითქოს შეთანხმდა "საზოგადოების"გარკვეული ნაწილი, მაგრამ როგორც ჩანს კუჭი ჯერ კიდევ "ცვეტშია".
ისე ძმაო ჩვენში რომ ვთქვათ რა უნდა ჭამოს ერმა რომელიც მილიარდს აჭარბებს? სადაც შობადობა მაღალია?
image
მაგრამ.. იმავე ქვეყანაში სადაც მილიარდს აჭარბებს მოსახლეობა, შეგნებულ, სულიერ სამყაროში, ვგულისხმობ ბუდისტებს, ძაღლებს ბუდიზმზე აქცევენ, მას ისე როგორც ადამიანს ეპყრობიან, და სწამთ რომ ის შემდეგ ცხოვრებაში, რეინკარნაციის შემდეგ ადამიანად დაიბადება.
ქართველ ძაღლებს როგორც ჩანს გაუმართლათ, მათ არც არავინ ჭამს და არც მართლმადიდებლობის მიღებას აიძულებს ვინმე. მეტი მეტი წიხლი უთავაზოს ვინმემ. აი ღორების და ძროხების რა ვთქვა.

"ყურო ნუ გაიგებ და თვალო ნუ დაინახავ".

Tuesday, February 19, 2013


ღმერთი როგორც ვნების ობიექტი. ვნება თუ სიყვარული?!

image
 თემა რომელზეც იქმნებოდა უამრავი პოემა და ლექსი, რომანი და ისტორია. თემა რომელიც არ კარგას აქტუალობას და ინტერესს ადამიანის არსებობის განმავლობაში. უარავი საქებარი და შესამკობი რამ მოგვისმენია, ზოგს განგვიცდია და დღემდე ვიმკით მის შედეგებს.image
 მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა სიყვარული ავადმყოფობადაც კი მიიჩნია და მისი მკურნალობის მეთოდების დადგენა დაიწყო, მე პირადად ვიცნობ ადამიანს რომელიც სიყვარულს კურნავს. ეს საქმე საკმაოდ კარგადაც კი გამოსდის. ბევრი იმედგაცრუებულიც მინახავს და იშვიათი-სიყვარულით ბედნიერი. ისეთიც მინახავს სიყვარულზე დიდი წარმოდგენის მქონდე მაგრამ შემდეგ ესეც იმედგაცრუებული, შემდეგ კი იძახიან სიყვარული არ არსებობსო. ვაი რომ არსებობს. ახლა ერთი ფილმი გამახსენდა, რა დალევს ფილმებს სიყვარულზე ან მის მაძიებლებზე მაგრამ ახლა ეს კონკრეტული მახსენდება. ორი დაკარგული ჟურნალისტი აღმოჩნდება უღრან ტყეში, ორივე მიადგებიან ჯადოქრის სახლს, დალევენ სიყვარულის ელექსირს და საუკუნოდ შეუყვარდებათ ერთმანეთი. ფიქრობთ ახლა რა ფილმებს უყურებსო, მაგრამ ესეც ხომ სიყვარულია და მე ადამიანი.
image
  ფილოსოფოსებს თუ დავეკითხებით მაგალითად ოშო ფიქრობდა რომ, შევეცდები ზუსტი თარგმანი დავწერო "ადამიანებს უყვართ ერთმანეთი მაგრამ აზრზე არ არიან რა არის სიყვარული". კიდევ მსმენია: "უბედურია ის ვინც ამ ძალის გამოუცდელობით წავა ამ ქვეყნიდან". ასეთიც მსმენია:"სიყვარული მხოლოდ დედა-შვილურია, დანარჩენი_ვნება". აი უფრო მეტი ჭეშმარიტება, დედა-შვილური სიყვარული მართლაც რომ ძლიერია. ხშირად ადამიანებს ვნება და სიყვარული ერთმანეთში გვერევა და ვიტანჟებით. სიყვარული უნდა გვაბედნიერებდეს, ვნება კი მტანჯველია. ადამიანებმა მათი განსხვავება უნდა ვისწავლოთ რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი.
image
სიყვარულის ბევრი განმარტება არსებობს, ბევრმა სცადა მისი ახსნა სიტყვებით, ყველაზე ძლიერი ჩემი აზრით რაც მომისმენია შემდეგია: "სიყვარულია რომელიც იზრდება და არასოდეს კვდება, ის ხეს გავს, ზემოთ მიიწევს და არასოდეს პატარავდება" ეს სიტყვები ინდოელმა დიდიმა გურუმ თქვა. დანარჩენი ალბათ ვნებაა.
imageსიყვარული ღვთის მიმართ, ყველაზე ღრმა და რწფელი, ალბათ ეს ყველაზე მაღალ საფეხურზე განსახილველი საკითხია. ღმერთის სიყვარული ზე ფენომენია. შეუძლებელია მისი გადმოცემა ჩემი უბრალო სიტყვებით. ინდუისტურ რელიგიაში ღმერთისადმი სიყვარულს მრავალ ასპექტში განიხილავენ, გააჩნია როგორი ურთიერთობა სურს მორწმუნეს, მის ერთგულს. როგორ ურთიერთობას ამყარებ: მეგობრულს, დედა-შვილურს, მსახურის თუ დანარჩენი, ასევე ცოლ-ქმრულს, გაგიკვირდებათ ალბათ ეს imageუკანასკნელი მაგრამ ასეთიც გვხვდება, მათ მიაჩნიათ რომ მთავარია სულ მასზე ფიქრით ჰქონდეთ გონება დაკავებული. სიყვარულიც ხომ გვაკარგინებს გონებას და სულ სასიყვარულო ობიექტზე გვიწევს ფიქრი, ასე რომ ეს თუ ღმერთი იქნება მაშინ მისი მოწყალებაც უდაო გახდება.
სიყვარულის ძალი მიმართვა სხვადასხვა გვარად შეიძლება: მეგობრის, სასიყვარულო ობიექტის, მცენარეების, ცხოველების, მასწავლებლის, საკვებისაც კი მაგრამ ამ ყველაფერს ხომ მაინც ღმერთი აერთიანებს, სიცოცხლის სიყვარულიც არსებობს, მაგრამ სიცოცხლეც ხომ ღმერთის ბოძებულია, ყველაფერს ის გვაძლევს და გვართმევს კიდეც, მიმაჩნია რომ ღმერთის სიყვარული ყველაზე ძლიერია.
ამას ბევრი ფილოსოფოსი, რელიგიური პირი თუ რიგითი მოქალაქე დამიდასტურებს, თუმცა სადაო თემაც კი შეიძლება გახდეს, ყველა თავისებურად აღიქვამს და ამაშია ზუსტად ადამიანური თავისებურებანი, ეს გვიზიდავს ადამიანებს და განგვასხვავებს. ხშირად ეს განსხვავებაც ხდება სიყვარულის მიზეზი.
                                                                                                                               ამირანანდა